მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბერში დაგეგმილი ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად სრული შემადგენლობით თბილისში 5 ოქტომბრიდან შეიკრიბება.

MLS-ის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი უკვე სამშობლოში იმყოფებიან და ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებთან ერთად: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო) ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.

უკვე ცნობილია, რომ ზურიკო დავითაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში ვერ ჩამოვა და ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. ამ ცვლილების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს
წევრი გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება.

8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

11 და 14 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს ერთა ლიგის ფორმატში შეხვდება.

საქართველოს ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი
8 ოქტომბერი – 20:00 საქართველო – ბელარუსი
11 ოქტომბერი – 20:00 სომხეთი – საქართველო
14 ოქტომბერი – 22:45 ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო

GFF.GE

მსგავსი პოსტები

Back to top button