მსოფლიოსიახლეები

ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იმ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც გასულ სამშაბათს დავესწარი, კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგულაციების თანახმად, ხვალ დილამდე თვითიზოლაციაში ვრჩები,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მისივე თქმით, ხუთშაბათს კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი იყო, განმეორებითი ტესტის ჩატარებას კი დღეს გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button