Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დინამოს აკადემიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც აკადემიის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის გამო საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

55

დინამო თბილისის აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც აკადემიის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის გამო საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

“ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიოდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი.

ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები”, – ნათქვამია დინამოს აკადემიის განცხადებაში.

დღეს, 5 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 45 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 43 – მართვით სუნთქვაზე. NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტირება ჩატარდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი