მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები
სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩო იხსნება
სირიის დედაქალაქ დამასკოში, 6 ოქტომბერს, აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნება.
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ალხას კვიცინიას ხელმძღვანელობით, უკვე სირიაში იმყოფება.
ამავე დელეგაციაშია, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად არიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, “პარლამენტარი” ომარ ჯინჯოლია და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ფილია.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.