მსოფლიოსიახლეები

სირიაში მომხდარ აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-ბაბში აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა.

Reuters-ის ცნობით, სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქალაქის ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ 11 დაღუპულის შესახებ Reuters-ს ინფორმაცია საავადმყოფოს ექთანმა მიაწოდა, ამავე საავადმყოფოს ექიმის ცნობით კი აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ს აჭარბებს.

ცნობისათვის, ქალაქს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button