Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დაკავებულია პირები, რომლებმაც ქართული ოცნების წევრს მანქანა დააჯახეს -შსს

განცხადებას შს სამინისტრო ავრცლებს.

პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სახლში გადაასვენებენ
94

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 4 პირი, რომლებმაც, მათი მტკიცებით, ქართული ოცნების წევრს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, შემდეგ კი სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ცნობით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი