Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბათუმში, კორონავირუსით პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა

განცხადებას შს სამინისტრო ავრცლეებს.

223

ბათუმში, კორონავირუსით სამართალდამცავი გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი იყო და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობდა.

“პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid-19 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. გარდაცვლილის ცხედარი Covid-19-ის რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი