კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

მკვდარი სულები აღმოაჩინეს ლაგოდეხში საარჩევნო სიაში

ლაგოდეხის საარჩევნო სიაში მკვდარი სულები აღმოაჩინეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამომრჩევლის ბარათი გარდაცვლილი მოქალაქეების სახელზეც გაიცა, ერთ-ერთი ასეთი ზულეიხათ მაგამედოვაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მისი საარჩევნო ბარათი კი მეზობელს დაუტოვეს.

გარდაცვლილ ამომრჩეველს სხვა ოჯახის წევრები არ ყოლია და მისი სახლი დიდი ხანია დაკეტილია.

ლაგოდეხის N15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დარბაიძე ირწმუნება, რომ საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზები აუცილებლად გასწორდება.

ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 13 ოქტომბრამდე აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button