რეგიონისიახლეები

“აუცილებელია, ქვიშოვანი საფარი მწვანე ჰუმუსოვანი ფენით დაიფაროს”

“აუცილებელია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში არსებული ქვიშოვანი საფარი მწვანე ჰუმუსოვანი ფენით დაიფაროს”.

ამის შესახებ “ლელო საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელოვნურად შეაჩერა, მოსახლეობა უდიდისი პრობლემის წინაშე დგას.

შეგახსენებთ, რომ ქვიშის მტვერის გამო, ანაკლიის მოსახლეობის ნაწილმა, სახლები დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button