fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

LIVE : ანაკლიის სანაპირო ზოლს მოსახლეობა ტოვებს

ზუგდიდის მერი რადიო თბილისთან ამბობს რომ ადგილობრივებს ვერ დაეხმარებიან

521

თუ პრობლემა უახლოეს დღეებში არ მოგვარდება, ანაკლიის მოსახლეობა აქციებს გამართავს.

საქმე ეხება ზღვიდან ამოღებულ ქვიშას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპს უკავშირდება.

ზღვის ფსკერის ჩაღრმავების მიზნით, 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა ამოიღეს. ახლა ის დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზეა დასაწყობებული და იქვეა დაყრილი. ქარიანი ამინდის დროს კი, ზღვისპირა ანაკლიაში გაჩერება დაქტობრივად შეუძლებელია. მოსახლეობა სახლებს იძულებით ტოვებს. 

ზუგდიდის მერი გეგა შენგელია რადიო თბილისთან ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ვერ დაეხმარება.

მოუსმინეთ თეა შონიას ჩართვას და მერის პასუხს ზუგდიდიდან.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი