მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკ-ზონად გამოაცხადა

გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 7 ოქტომბრიდან საქართველო ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მაღალი რისკის მქონე ტერიტორიად კლასიფიკაცია ორეტაპიან ანალიზს ემყარება, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი სამინისტროები ერთობლივად აწარმოებენ. რობერტ კოხის ინტიტუტის ცნობით, ანალიზის პროცესში გამოიკვლიეს, თუ რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა. საქართველო მსგავს ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

დღეიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია კორონავირუსის სავალდებულო ტესტის ჩატარება. ჩამსვლელებს ასევე შესაძლოა საკარანტინო პირობებში ყოფნა მოუწიოთ, თუკი კონკრეტული ფედერაციული ერთეულის – მიწის (Land) ადმინისტრაციას ასე აქვს განსაზღვრული უცხოელი მგზავრებისთვის.

სხვა ქვეყნები, რომელთა მთელი ტერიტორიაც მაღალი რისკის მქონე ზონად 7 ოქტომბრიდან გამოცხადდა, არიან: იორდანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და ტუნისი.

მსგავსი პოსტები

Back to top button