მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/სომხეთი-კორონა.jpg)
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.
სომხური რადიო თავისუფლების თანახმად, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯამში სომხეთში ინფიცირების 54 473 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 45 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 004 კი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, გარდაცვლილია კიდევ 302 ინფიცირებული, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალება “სხვა მიზეზმა” გამოიწვია. ასეთ პაციენტებს სომხეთი ცალკე აღრიცხავს.