Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტეხასი NETFLIX-ს ფილმ MIGNONNES-ის ჩვენებისთვის უჩივის

მომჩივანთა აზრით კომპანია არასრულწლოვანთა უხამსი გამოსახულების შემცველი ფილმის Mignonnes-ის პოპულარიზაციას ახდენს.

81

ტეხასის შტატის ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ სტრიმინგ სერვის Netflix-ს უჩივის. მომჩივანთა აზრით კომპანია არასრულწლოვანთა უხამსი გამოსახულების შემცველი ფილმის Mignonnes-ის პოპულარიზაციას ახდენს.

“Netflix, რომელსაც რიდ ჰასტინგსი და ტედ სარანდოსი ხელმძღვანელობენ, წარმოადგენს მასალებს, რომლებშიც არასრულწლოვანი ადამიანების გენიტალიები ჩანს, ფილმი არ აქვს არანაირი პოლიტიკური, მხატვრული ან შემეცნებითი ღირებულება”. – წერია საჩივარში.

ბრალდებას Netflix განცხადებით გამოეხმაურა:

“Mignonnes არის მწვავე სოციალური კომენტარი ბავშვების სექსუალიზაციის შესახებ. ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ ფილმის მხარდაჭერას ვაგრძელებთ”. – წერია სტრიმინგ სერვისის განცხადებაში.

მაიმუნა დუკურეს მიერ გადაღებული ფილმის მთავარი გმირი 11 წლის სენეგალელი ამია, რომელიც პარიზში ოჯახთან ერთად გადადის. გოგონა ადგილობრივ საბავშვო საცეკვაო ჯგუფს უერთდება და კონცერტისთვის მზადებას იწყებს.

წარსულში Netflix ფილმის პოსტერის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. უკმაყოფილო მაყურებელმა სტრიმინგ სერვისი და ფილმის რეჟისორი პედოფილიის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პოსტერი შეიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი