პოლიტიკარეგიონისიახლეები

„საქართველოს კონსერვატიულმა“ პარტიამ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

„საქართველოს კონსერვატიულმა“ პარტიამ ზუგდიდში ამომრჩევლებს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მორგოშია წარუდგინა.

ძიძიგურმა ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამაც გააცნო, მისივე თქმით,ისინი თანმიმდევრული ქმედებით, პრინციპულად იცავდნენ და იცავენ ეროვნულ ფასეულობებს, როგორიცაა ოჯახი, ეკლესია და ტრადიცია.

ძიძიგური დასძენს, რომ მორგოშია მათი პროგრამის “სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად, დაფასებული ვეტერანი, ეკლესიის მხარდაჭერა” გამტარებელი იქნება და ზუგდიდელების მხარდაჭერის იმედი აქვს.

კანდიდატმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი პროგრამის სხვა ჩამონათვალთან ერთად ახალგაზრდების პრობლემების მოგვარება იქნება.

მხარდამჭერებთან შეხვედრა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ძეგლის მიმდებარედ ფრანგულ პარკში შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button