Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნობელის პრემიის ლაურეატი ლუიზ გლუკი გახდა

გამარჯვებულს 10 მილიონი შვედური კრონა (1,1 მლნ აშშ დოლარი) გადაეცემა.

80

შვედეთის აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ამერიკელი პოეტი, ლუიზ გლუკი დააჯილდოვა. 77 წლის ნიუ-იორკელი მწერალი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პოეტია. მას წარსულში მოგებული აქვს პულიცერის პრემია, წიგნის ეროვნული ჯილდო და ბოლინგერის პრემია. გლუკს გამოქვეყნებული აქვს პოეზიის 12 და პროზის რამდენიმე კრებული.

“მისი გამორჩეული პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს.” – წერია შვედეთის აკადემიის პრესრელიზში.

გამარჯვებულს 10 მილიონი შვედური კრონა (1,1 მლნ აშშ დოლარი) გადაეცემა.

ნობელის ლიტერატურის პრემია ბოლო წლებში სკანდალებში გაეხვა. 2017 წელს აკადემიის წევრის ქმარს ბრალი დასდეს სექსუალურ შევიწროებაში და შემდეგ გაუპატიურების გამო გაასამართლეს. სკანდალს მოჰყვა მძიმე ბრალდებები თაღლითობის, ცუდი მენეჯმენტის და მიზოგინიის შესახებ. შემდგომი ადმინისტრაციული ბრძოლის შედეგად რამდენიმე წევრი გადადგა და ნობელის ფონდმა, რომელიც აფინანსებს ჯილდოს, ცვლილებები მოითხოვა. სტრუქტურული პრობლემები კომიტეტთან იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ 2018 წლის ლიტერატურის ჯილდო 2019- მდე გადაიდო.

2019 წლის ჯილდო გადაეცა პიტერ ჰანდკეს, ავსტრიელ მწერალს, რომელიც ცნობილია თავისი კეთილგანწყობით იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოსევიჩის მიმართ , რომელსაც გენოციდში სდებენ ბრალს. ძალიან ბევრი ადამიანმა მსოფლიოს გარშემო ჩათვალა რომ ჰანდკეს დაჯილდოება კომიტეტის იდეალების ღალატია.

2020 წლის გამარჯვებული მშვიდობის დარგში პარასკევს გახდება ცნობილი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი