მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტრამპმა მკურნალობა დაასრულა

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და ამ შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.

ექიმ შონ კონლის თქმით, პრეზიდენტი მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან კარგად დაემორჩილა.

“შაბათს პრეზიდენტის დიაგნოზის დასმიდან 10 დღე გადის. მე ველოდები, რომ პრეზიდენტი იმ დროისთვის საზოგადოებრივ საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდება,” – აღნიშნა თეთრი სახლის ექიმმა.

ცნობისათვის, კომისიამ, რომელიც მეორე საპრეზიდენტო დებატების ორგანიზებას ახორციელებს, გუშინ განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს მაიამიში დაგეგმილი დებატები შესაძლოა დისტანციურ რეჟიმში გაიმართოს, ვინაიდან დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მას ვირტუალურ დებატებში მონაწილეობისთვის დროის გაფლანგვა არ სურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button