მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი,ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს, დღეს მოსკოვში იწვევს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, გვამებისა და პატიმრების გაცვლის მიზნით“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button