მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდგინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, კორონა ვირუსი სამ მოსწავლეს დაუდგინდა.

კოვიდ-19 დაუდასტურდა, 5 ოქტომბერს, გამოვლენილი შემთხვევის, 14 წლის ინფიცირებული მოზარდის ძმას და ორ თანაკლასელს.

ინფიცირებული მოზარდების კონტაქტებს იკვლევენ.

ველისციხის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასული არ არის, თუმცა მეცხრე კლასელის ინფიცირების შემთხვევის შემდეგ, კლასებში მოსწავლეთა მინიმალური დასწრებაა.

გადავა თუ არა, ველისციხის საჯარო სკოლა ონლაინ რეჟიმზე, დღეს გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button