მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/ენგურის-ხიდი.jpg)
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 170 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 814 პირი. ამასთან, გარდაიცვალა 21 პაციენტი.