მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში გამოვლენილი 8 შემთხვევიდან 6-ის წყარო უცნობია

რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 504 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი 13 მათგანს დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 8 ზუგდიდში გამოვლინდა. მათ შორის 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ექვსის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია და მოკვლევა მიმდინარეობს.

შემთხვევა დადასტურდა ფოთშიც. უცნობია მათი ინფიცირების წყაროც და დასადგენად ეპიდკვლევა გრძელდება.

1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ის მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში.

2 ტრაილერის მძღოლია. მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობაა 212.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 64 კოვიდპაციენტი. აქედან 18 -ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი. ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 110 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button