მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შიოშვილი, თვითიზოლაციაში მყოფებს, წესების დაცვისკენ მოუწოდებს

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მათთვის დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

შიოშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირები, რეგულაციებს უხეშად არღვევენ და ამით ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნიან.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, არღვევს დადგენილ წესებს, რასაც მკაცრად უნდა იცავდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, დავემორჩილოთ რეგულაციებს და საფრთხეში ნუ ჩავაგდებთ გარშემომყოფებს. თუ ეს დარღვევები გაგრძელდება, მოგვიწევს ზოგიერთი მათგანის იძულებითი წესით კარანტინში გადაყვანა”, – განაცხადა შიოშვილმა.

თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან, დადგენილი წესების დარღვევის საკითხს, კვლავ არ გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში 183 პირი იმყოფება, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, უკვე 90-ს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button