Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნიღბების ტარებაზე კონტროლი მკაცრდება

183

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში ჯერჯერობით ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება არის პირბადეების მოხმარება და ამ მიმართულებით გავამკაცრებთ ზომებს”.

“რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ჯერჯერობით N1 გადაწყვეტას ამ პრობლემის, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი.

ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება” – თქვა ტიკარაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი