მოზაიკასიახლეები

გალ გადო კლეოპატრას როლს შეასრულებს

ქალი საოცრების ვარსკვლავი, ისრაელელი მოდელი და მსახიობი, გალ გადო კლეოპატრას როლს შეასრულებს.

პროექტისთვის Netflix, Universal, Warner Bros. და Apple იბრძოდა, საბოლოოდ უფლებები კინოსტუდია Paramount-მა მოიპოვა. რეჟისორის სკამს პეტი ჯენკინსი დაიკავებს, რომელიც გადოსთან ქალ საოცრებაზე მუშაობდა. სცენარის ავტორი ლაეტა კალოგრიდისი იქნება.

ეგვიპტის მმართველის შესახებ კიდევ ერთ ფილმს კინოსტუდია Sony Pictures იღებს. რეჟისორობის კანდიდატებს შორის ჯეიმს კამერონი, დენი ვილნევი და დევიდ ფინჩერი იყვნენ.

გალ გადოს უკანასკნელი ფილმი, ქალი საოცრება 1984, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button