მნიშვნელოვანისიახლეები

სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ექიმების დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კონტაქტში არიან, როგორც გამოვლენის, ასევე დიაგნოზის დადგენის პერიოდში, ტესტირება, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ტარდება ექიმების ჯგუფში, მათთან მიმართებაში შევამციროთ ეს დრო და ყოველ 72 საათში მოხდეს მათი ტესტირება. ვთვლით, რომ ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე ინფექციის გავრცელების პრევენციაში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს, 12 ოქტომბერს, კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 211 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1 393 პაციენტი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button