მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
იყალთოში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, მძღოლი მიიმალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, მძღოლი კი მიიმალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა.
შეჯახების შემდეგ, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაშავებული ქვეითი კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მას სხეულის მრავლობითი მოტეხილობები და ტრამვული შოკი აღენიშნება.
ამ წუთებში, მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.