მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კორონავირუსის გამო ბრიტანეთში საფრთხის 3-დონიანი სისტემა დაწესდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბრიტანეთში საფრთხის 3-დონიანი სისტემა დაწესდება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებს კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე საფრთხის 3 სხვადასხვა დონე- მაღალი, საშუალო და დაბალი, მიენიჭებათ.

შესაბამისად ახალი შეზღუდვების დაწესება თითოეულ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„დღესდღეობით იმაზე მეტი ინფიცირებული იმყოფება საავადმყოფოში, ვიდრე ეს მარტში ხდებოდა. ჩვენი მიზანი ადამიანების გადარჩენაა, რის გამოც შეზღუდვებს თავიდან ვაწესებთ. იქიდან გამოდინარე, რომ ზოგიერთ რეგიონში სტაბილური ვითარებაა, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და ბავშვებმა სკოლაში იარონ, საფრთხის მაღალი დონის შემთხვევაში კი დაწესებულებები დაიხურება“, – განაცხადა ჯონსონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button