პოლიტიკარეგიონისიახლეები

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს დავით იშხნელს COVID-19 დაუდასტურდა.

როგორც ფორმულას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურმა განუცხადა, მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ბოლოს 6 ოქტომბერს იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ცნობით, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობენ, ხოლო ნაწილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დღეს 13 ოქტომბერს, საქართველოში COVID-19-ის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 329.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 7 736 PCR ტესტირება ჩატარდა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 12 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button