მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა დაიკეტა

თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა დაიკეტა, მიზეზი სკოლის პედაგოგის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

“მივიღეთ თუ არა ინფორმაცია, სკოლა დავკეტეთ და სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ. ჯანდაცვის უწყებებთან გვაქვს კოორდინაცია და ვითარება დასტაბილურდება თუ არა, სასწავლო პროცესი აღდგება”, – განუცხადა ყუშიტაშვილმა რადიო ჰერეთს.

სკოლის საწავლო ნაწილის გამგის, მაია ციხისთავის ინფორმაციით, სკოლის ყველა თანამშრომელი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

“ჩვენს პედაგოგს და მოგვიანებით, მის მეუღლეს დაუდასტურდათ ვირუსი. 12 დღის განმავლობაში ყველა თანამშრომელი და მოსწავლე, ვისაც პედაგოგთან შეხება ჰქონდა, ვიქნებით თვითიზოლაციაში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, კი ტესტირებას ჩაგვიტარებენ”, – განაცხადა ციხისთავმა.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავში, კორონა ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button