მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თიბისი ბანკის თელავის ფილიალი შეფერხებით მუშაობს

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, თიბისი ბანკის თელავის ფილიალი შეფერხებით მუშაობს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლების უმრავლესობა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

“ადამიანური რესურსის დეფიციტის გამო, ფილიალთან რიგებია და სამუშაო პროცესში მძღოლებიც კი ჩართულები არიან. დაახლოებით, 20 თანამშრომელია იზოლაციაში გადაყვანილი. მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელია დატოვებული იმისათვის, რომ ფილიალი არ გაჩერდეს. მძიმე დატვირთვით გვიწევს მუშაობა, რადგან ადამიანური რესურსი არ გვყოფნის. ვინც აქ დავრჩით, მენეჯერიდან დაწყებული, მძღოლით დამთავრებული, ყველა ჩართულები ვართ”, – განუცხადა ჰერეთს თანამშრომელმა.

თიბისი ბანკის თელავის ფილიალის თანმშრომელს, კორონა ვირუსი 11 ოქტომბერს დაუდასტურდა. 12 ოქტომბერს, ბანკში, ინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button