მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ინფიცირებული პირის ოჯახი, სასტუმროში გადასვლაზე უარს აცხადებს

თელავში, ბინაზე სამკურნალოდ დატოვებული ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახი, სასტუმროში გადასვლაზე უარს ამბობს და ბინაში დაავადებულთან ერთად რჩება.

“შემოგვთავაზეს სასტუმროში გადაყვანა, მაგრამ სახლში ყოფნა ვამჯობინეთ. პაციენტს დაბალი სიცხე და ცხვირიდან ჩამონადენი აქვს. ურეკავენ და ეკითხებიან, როგორ გრძნობს თავს. ყველა ერთად ვართ, ჩვენც და ინფიცირებულიც”, – განუცხადა რადიო ჰერეთს ოჯახის წევრმა.

ინფიცირებული პირის მეზობლები ყვებიან, რომ საცხოვრებელ კორპუსში, კონტაქტების შესასწავლად და სადეზინფექციო სამუშაოებისათვის არავინ გამოჩენილა.

მეზობლებისვე ინფორმაციით, ინფიცირებული თვითიზოლაციის წესებს არ იცავდა და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ხალხთან ჰქონდა კონტაქტი.

უსაფრთხოა თუ არა, დაავადებულისა და მისი ოჯახის წევრების ერთ სივრცეში დარჩენა, იგეგმება თუ არა, დაავადებული პირის საავადმყოფოში, ან კოვიდ – სასტუმროში გადაყვანა, ამ კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, არ უპასუხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button