fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მაკედონიას, საქართველოსთან დაპირისპირებაში, ენეს ბარდი გამოაკლდება

შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

57

ერთა ლიგის C ჯგუფის მე-4 ტურის ეგიდით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. განვლილი 3 მატჩის შემდეგ ორივე გუნდს 5-5 ქულა აქვს და შესაბამისად, პირველ ორ პოზიციაზე იმყოფება.

საქართველოს მსგავსად, რომელსაც აღნიშნულ დაპირისპირებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდება, პრობლემები აქვთ მასპინძლებსაც. გასულ ტურში ესტონეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო ესპანური “ლევანტეს” ნახევარმცველი ენეს ბარდი “ჯვაროსნების” წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი