მოზაიკასიახლეები

“თუ ცუდად გრძნობ თავს – ეძიე დახმარება” – გრაფიტი მანჩესტერში

მანჩესტერში ქუჩის არტისტმა AKSE-19-მა ლეგენდარული მუსიკოსის, იენ კერტისის 6-მეტრიანი გრაფიტი დახატა.

მანჩესტერელი იენ კერტისი ლეგენდარული პოსტ-პანკ ბენდის Joy Division-ის ფრონტმენი იყო. 1980 წელს კერტისმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბენდის მეორე ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. ფრონტმენი წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა. გრაფიტი მენტალურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიხსნა.

მოგვიანებით, Joy Division-ს დარჩენილმა წევრებმა ელექტრო როკ ბენდი New Order ჩამოაყალიბეს.

“ჩემი გრაფიტის მესიჯია, თუ ცუდად გრძნობ თავს – ეძიე დახმარება”. – ამბობს ავტორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button