Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი ბოტკოველს ლაგოდეხელები ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს ლაგოდეხში, გიორგი ბოტკოველის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გურამ კაკალაშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე პარტია რეაგირებას არ მოახდენ

409

ლაგოდეხში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

როგორც რადიო ჰერეთთან საუბარში, სამოქალაქო აქტივისტი ინგა ლოლაძე აცხადებს, სოფელ ლელიანში, სახლში, საიდანაც მეორადი ტანსაცმელი მიზერულ ფასებში იყიდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია განთავსებული. ეზოს გარე მესერზე კი ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის პლაკატები და ბანერია გამოკრული.

მისი მტკიცებით, დიდი ოდენობით მეორადი ტანსაცმელი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ამომრჩეველზე ხმების სანაცვლოდ რიგდება.

სახლის მეპატრონე ნუგზარ ჩალაძე, რომელიც ამავდროულად, ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერიცაა, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ჩალაძე ამბობს, რომ დიდი ხანია ტანსაცმლის რეალიზაციითაა დაკავებული და ეს მათი საოჯახო ბიზნესია.

ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს ლაგოდეხში, გიორგი ბოტკოველის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გურამ კაკალაშვილი და აღნიშნავს, რომ ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე პარტია რეაგირებას არ მოახდენს.

მოუსმინეთ მხარეთა კომენტარებს ლაგოდეხიდან

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი