fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

შემთხვევები, 252 საკვლევი ნიმუშიდან გამოვლინდა.

201

14 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევები, 252 საკვლევი ნიმუშიდან გამოვლინდა.

დღეს დაფიქსირებული ინფიცირებული მოქალაქეებიდან, 10 პირი ბინაზე რჩება, ხოლო 1 კოვიდ- სასტუმროშია გადაყვანილი.

დღემდე გამოვლენილი შემთხვევებიდან, ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობით, სულ 18 ინფიცირებული მკურნალობს.

სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში, კახეთიდან, 21 პაციენტია მოთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

რეგიონში COVID-19- ის დადასტურებული შემთხვევები, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ასეთია: თელავი -11; ახმეტა -19; ყვარელი -23; გურჯაანი- 15; ლაგოდეხი – 21; დედოფლისწყარო -3 და სიღნაღი -16.

ამ დრომდე კორნავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 171, ხოლო რეგიონში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 134 პირია გადაყვანილი.

მთლიანად კახეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 108-მდე გაიზარდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი