მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელოში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელოში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული 684 ნიმუშის კვლევის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ წინა დღის მონაცემებით, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ 14 ოქტომბრის დილას გააჟღერა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი შემთხვევის მაჩვენებელი, სულ რაღაც 3 იყო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 56 დადასტურებული შემთხვევა ფოთში მდებარე “აჭარა ტექსტილს” უკავშირდება, 33 შემთხვევით, მეორე ადგილზეა ზუგდიდი.

ვირუსი გამოუვლინდა აბაშაში, კლინიკა “ევექსის” მედპერსონალს.

მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება.

სულ რეგიონში კორონავირუსის 253 შემთხვევა დადასტურდა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 79 კოვიდპაციენტი. აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 მოქალაქე მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 4 პაციენტი. მათგან 2 გურიის რეგიონიდანაა, 1 ფოთის მაცხოვრებელია და 1 აჭარის რეგიონიდან.
რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი. მათგან 2 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია, 6 ზუგდიდელის და 2 ხობის.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 137 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button