მნიშვნელოვანისიახლეები

საკარანტინო ზონებში სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება

საკარანტინო ზონებსა და კოვიდ სასტუმროებში სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება.

ამის შესახებ რადიო ჰერეთს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას ყველა მოქალაქე შეუფერხებლად მიიღებს.

“ცესკოში პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც იმ დადგენილების პროექტზე ვიმსჯელეთ, რომლის მიხედვითაც უნდა მივიღოთ რეგულაციები, რისი დაცვაც არჩევნების დღეს კოვიდ ინფიცირებულებს, კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოუწევთ. მათი ნაწილი სპეციალურად შექმნილ უბნებზე, ნაწილი კი გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას”, – აცხადებენ ცესკო-ში.

მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური რეგულაციების დაცვა მოუწევთ დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებსაც.

“უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და დადგენილების საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებს, რომლითაც გაიწერება ის რეგულაციები რომელთა შესრულებაც იმ უბნებზე იქნება საჭირო, სადაც ხმას საკარანტინო ზონებში მყოფი მოქალაქეები და კოვიდ ინფიცირებული პაციენტები მისცემენ”, – აღნიშნა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button