მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონალდ ტრამპის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დონალდ ტრამპის 14 წლის ვაჟს, ბარონს, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბარონს ინფიცირებულობის პერიოდში კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა და განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხიც ნეგატიური იყო.

შვილის დაინფიცირების შესახებ პრეზიდენტმა აიოვაში, ამომრჩეველთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარონი ახლა კარგად არის და მისი გამოჯანმრთელება არის იმის მაგალითი, რატომ უნდა გაიხსნას სკოლები.

„ისინი ახალგაზრდები არიან, მათი იმუნური სისტემა ძლიერია და ვირუსს იგერიებენ. დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში,“- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი პრეზიდენტსა და პირველ ლედისაც დაუდასტურდათ. დონალდ ტრამპმა საავადმყოფოში სამი დღე გაატარა. მისი და მელანია ტრამპის განმეორებითი ტესტების პასუხები უარყოფითი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button