მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთ-აზერბაიჯანი ერთმანეთს დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, გორანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რეგიონების ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის უწყებაც და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მძიმე არტილერიის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მძიმე არტილერიის გამოყენებით არცახის დაბომბვას განაგრძობენ. ისინი თავდასხმას ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებით ახორციელებენ,“- აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button