fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოში კორონავირუსით 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

78

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შესაბამისი განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში მარინა ენდელაძემ გააკეთა.

„თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, – განაცხადა ენდელაძემ.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი და საერთო რაოდენობა 113-ია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი