fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

366 – თბილისი, 286 – აჭარა – სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიან 366 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში ინფიცირებულია 286 ადამიანი. როგორც მან ჟურნალისტებს განუხადა, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების სერიოზული მატება დაფიქსირდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება. ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით. დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 919 შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ დაახლოებით 53%. ეს შეესაბამება 7367-ს. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას ეს არის 7073, რომლებიც მკურნალობენ სტაციონარებში, სასტუმროებში, ასევე მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები ბინაზე არიან.

განაწილებით თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია-366 ახალი შემთხვევაა, აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა- 104-ია, გუშინ იყო 150. სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კახეთსა და გურიაში გახლავთ 13-13, მცხეთა-მთიანეთში 11, სამცხე ჯავახეთში არის 3 და რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი