რეგიონისიახლეები

სამეგრელოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ბოლო 24 საათში 256 ადამიანი კორონავირუსზე გამოკვლიეს, აქედან 26-ს ვირუსი დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ზუგდიდში გამოვლინდა 11, აქედან 10 ადრე დადასტურებული პაციენტების კონტაქტია, ერთის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას განცხადებით, სენაკში ინფიცირების 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აქედან სამის ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის, დანარჩენები კი ადრე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

კორონავირუსის 1 შემთხვევა დადასტურდა ჩხოროწყუში, ხობში – 2. აქედან 1 ადრე დადასტურებულის კონტაქტია, მეორე კი უკავშირდება სამკერვალო ქარხანას.

ფოთში დადსტურდა 2 ახალი შემთხვევაა. ორივე მათგანი ადრე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.

რეგიონში გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 150 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში კი 33. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 140-მდე პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button