რეგიონისიახლეები

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამის შესახებ რადიო თბილისს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

“კოვიდ დადებითი მეორე ტესტირებისას დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია გადაყვანილი მისი მეუღლე და პოლიციის სამმართველოს ორი კონტაქტი. თავად პოლიციელი კი რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის”, – აცხადებს წყარო.

მისივე ინფორმაციით, ქუჩაზე სადაც შსს-ს თანამშრომელო ცხოვრობს ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და კონტაქტების ღრმა კვლევა მომდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button