მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

კახეთში დეპუტატობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა

 

გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან სათანამშრომლოდ მზად არიან, – ამის შესახებ მაჟორიტარმა კანდიდატებმა კახეთში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გიორგი ბოტკოველმა განაცხადეს.

‘’თუ პარტია ოპოზიციაშია, მისი როლი არის არამარტო ხელისუფლების კრიტიკა, არამედ კონკრეტული წინადადებების წარდგენა.

მაგალითად,  მე დავწერე ალტერნატივა, დაგროვებით პენსიის კანონპროექტზე, რაც საბოლოო ჯამში ჩავარდა, თუმცა ჩვენი მხრიდან კონკრეტული წინადადებები ყოველთვის შედიოდა.

40-ზე მეტი კანონპროექტი მაქვს წარდგენილი პარლამენტში, კომიტეტებში და სესიაზე .  ასე გააგრძელებს ევროპული საქართველო ოპოზიციასთან თანამშრომლობას იმიტომ,რომ ჩვენ მომავალში კოალიციური მთავრობის წევრები ვიქნებით, დამერწმუნეთ.“- აცხადებს “ევროპული საქართველოს” კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატი, გიორგი ბოტკოველიც. ის აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, როცა საქმე ხალხის კეთილდღეობას ეხება.

„შეიძლება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა ხედვა ქონდეს ,იგივე გადასახადების კუთხით თუ სხვა, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ხალხი.  პირველ რიგში ვაპირებთ გამარჯვებას და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას ,რომელიც იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ ოპოზციასათან სათანამშრომლოდ აქამდეც ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა.

„ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც პარლამენტს აქვს მინიჭებული დიდი ფუნქციები, არამარტო კანონშემოქმედებითი, არამედ ხელსუფლებაზე კონტროლის კუთხით. ხელისუფლების პარლამენტში მისვლასაც დღეს რევოლუცია არ სჭიდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც, რომ საკანონმდებლო, ფართო სივრცეები არსებობდეს დემოკრატიული თანამშრომლობისთვის. როგორ გამოიყენებენ ამას პოლიტიკური სუბიექტები, ეს მათი პოლიტიკური და დღის წესრიგის საკითხია“-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დებატები თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ,მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის დღეს“კახეთის ხმის“ ორგანიზებით, თელავში გაიმართა

შეხვედრას ესწრებოდნენ,, ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი და ,,ევროპული საქართველოს” კანდიდატი ,ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კანდიდატებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button