fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა

41

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 285 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, რის შედეგადაც ინფექცია 100-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ე.წ. ​კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ით 14 და 15 ოქტომბერს 4 ადამიანია გარდაცვლილი.

მათივე მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2579-ს აღწევს. 1167 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი