fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თელავში სპორტული და კულტურული წრეების სექციები იკეტება

64

თელავში მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული წრეები და სპორტული სექციები იკეტება. მერიის გადაწყვეტილება, დაქვემდებარებულ აიპებს დღეს შეატყობინეს.

როგორც რადიო ჰერეთს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაცია, ჯანდაცვის უწყებების მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიიღეს.

“შესაბამისმა უწყებებმა მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაგვეკეტა მუსიკალური სკოლები, ქორეოგრაფიული სტუდიები და სპორტული სექციები. ვადა განსაზღვრული არ არის, ალბათ ვითარების დასტაბილურებამდე ასე იქნება, ჯერ ამის თქმა ძალიან ძნელია”, – განაცხადა ყუშიტაშვილმა რადიო ჰერეთთან.

სახელოვნებო და სპორტული სკოლები, 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების დროს დაიკეტა და მიმდინარე სასწავლო წელს, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი