მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის ლაბორატორიაში 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 40 ტესტის პასუხი დადებითია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 27 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტებია, ხოლო 17 სრულიად ახალი და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. 1 შემთხვევა ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. 3 შემთხვევა – ფოთში, სამივეზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროების მოძიება. 3 შემთხვევა – სენაკში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. 4 შემთხვევა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 1 უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ორი ახალი შემთხვევაა და მათი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს. 2 შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 1 პაციენტი, როემლიც ბათუმის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 3 პაციენტი, ყველა ზუგდიდელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 158 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button