fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ენმ: ოცნების კონსპირაციული შტაბს გიორგი გამსახურდია ხელმძღვანელობს

33

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბი ხელისუფლებას, საარჩევნოდ კონსპირაციული შტაბის შექმნაში ადანაშაულებს.

პარტიის ზუგდიდის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას შტაბის უფროსმა ანი წითლიძემ დღეს ბრიფინგზე ფოტომასლა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ზუგდიდში კონსპირაციულ შტაბში საარჩევნო დავალებებს იღებენ საჯარო სამსახურებში დასქმებული ადამიანები და ამ შტაბს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ხელმძღვანელობს.

“გიორგი გამსახურდია დავალებებს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელისგან ლევან კაკავასგან იღებს.
შტაბი ქართული მარშის კანდიდატთან გიორგი გაბედავასთან ერთად დავალებებს იღებს, რომ საარჩევნოდ ოპონენტებს მიუვარდნენ. ჩამოთვლილი პირები მერიის აიპიებში მუშაობენ”, – განაცხადა წითლიძემ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი