fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

DISNEY ანიმაციებს რასიზმის შესახებ გაფრთხილებებს დაურთავს

70

Disney თავის ხუთ ანიმაციას რასიზმის და სტერეოტიპების შესახებ გაფრთხილებებს დაურთავს.

იმ შემთხვევაში, თუ მაყურებელი Disney+-ზე Dumbo-ს, Peter Pan-ისა და Jungle Book-ის ჩართვას გადაწყვეტს, მას ჯერ სტერეოტიპების შესახებ გამაფრთხილებელი მესიჯების წაკითხვა მოუწევს. იგივე წესები იმოქმედებს Lady and The Tramp-ისა და The Aristocats-ის შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ იქ მაყურებელს გამაფრთხილებელი მესიჯები რასიზმის შესახებ დახვდება.

“ეს პროგრამები შეიცავს ნეგატიურ გამოსახულებებს ან არასათანოდო მოპყრობის ფაქტებს სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხის მიმართ. ეს სტერეოტიპები ყოველთვის იყო და იქნება არასწორი”. – წერია გამაფრთხილებელ მესიჯში.

კომპანია ასევე წერს, რომ მათი მიზანია არა ანიმაციების საიტიდან ამოღება, არამედ ხალხისთვის სტერეოტიპებისა და რასიზმისგან გამოწვეული მავნე ზეგავლენების ჩვენება.

“ჩვენ გვსურს, ვაჩვენოთ ეს მავნე ზეგავლენები, ვისწავლოთ ამისგან და გვქონდეს საუბარი უფრო მრავალფეროვანი მომავლის შექმნაზე”.

მიუხედავად ამ მიდგომისა, Disney+-იდან კომპანიამ ანიმაცია Song of The South მაინც ამოიღო და ამის მიზეზად რასიზმი დაასახელა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი