ბიონსეს All The Single Ladies, რიანას Umbrella, ჯასტინ ტიმბერლეიკის Sexyback და სხვა მსოფლიო ჰიტები ინგლისის ეკლესიის ოფიციალურ თანამფლობელობაშია.
კომპანია Hipgnosis, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი ინგლისის ეკლესიაა, წლების განმავლობაში ცნობილი სიმღერების საავტორო უფლებების შეძენით არის დაკავებული. ბოლო პერიოდში კომპანიამ ერთი მილიარდი დოლარი დახარჯა და ათასობით სიმღერაზე საავტორო უფლებები შეიძინა. სიაში მოხვედრილია ჰიტები – Eurythmics-ის Sweet Dreams, Boyz II Men-ის End of The Road, უიტნი ჰიუსტონის I’m Your Baby Tonight.
“ჰიტების შეძენა საფონდო ბირჟაზე თამაშს გავს. უნდა შეიძინო მაქსიმალურად სტაბილური სიმღერები. მგალითად ისეთი ჰიტები როგორებიც Sweet Dreams და Bon Jovi-ის Living on A Prayer არის დეკადების განმავლობაში მაღალშემოსავლიანი იქნება. სიმღერები ოქროზე ფასეულია”. – ამბობს Hipgnosis-ის დამფუძნებელი მერკ მერკურიადისი.
კორონავირუსის ეპიდემიის დროს ფასიანი მუსიკალური პლატფორმების მოხმარება გახშირდა. მარტიდან ივლისამდე Spotify-ზე მოსმენების რიცხვი 22%-ით გაიზარდა.