fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდის ლაბორატორიაში 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა

54

რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 640 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ვირუსი 57-ს გამოუვლინდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით განაწილება ასეთია: ზუგდიდი – 26, ფოთი – 14, წალენჯიხა – 2, სენაკი – 5, ხობი – 4, მარტვილი – 1, აბაშა – 1, აფხაზეთი – 4.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 84 კოვიდ პაციენტი. აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 ინფიცირებულია მოთავსებული.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 181 მოქალაქე რჩება.

საქართველოში დაასტურებული შემთხვევების რიცხვი 16 285-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა სულ 7827 პირი. გარდაცვლილია 128 მოქალაქე.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი